|
2016-09-01 12:44:00, 1897 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: არასწორია იმის მტკიცება, რომ ტერორიზმი ლტოლვილებთან ერთად მოვიდა
ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში ტერორიზმის მიგრანტთა ნაკადთან დაკავშირება არასწორია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გამოცემა Suedduetsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. კანცლერის თქმით, ტერორიზმი გერმანიაში სხვადასხვა ფორმით ისედაც არსებობდა. "იმის მტკიცება, რომ ტერორიზმი ლტოლვილებთან ერთად მოვიდა, უბრალოდ არასწორია. ის უკვე არსებობდა აქ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა პოტენციური ბოროტმოქმედით, რომლებზეც ჩვენ თვალთვალი გვქონდა დაწესებული", - განაცხადა ანგელა მერკელმა. მერკელის აზრით, მიგრანტთა ნაკადის მიუხედავად, "გერმანია გერმანიად დარჩება". "ცვლილებები ყოველთვის ცუდი არ არის, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გერმანია გერმანიად დარჩება ყველაფრით იმით, რაც ჩვენთვის ძვირფასია", - აღნიშნა კანცლერმა. ერთი თვის წინ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიგრაციული პოლიტიკა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო არ შეიცვლება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)