11:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 12:33:36, 1687 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ავიადარტყმებს ემსხვერპლა

სირიაში  „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. პრესმდივანი აბუ ალ-ადნანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო  Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც BBC-ი წერს, ალ-ადნანი ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. Amaq-ის ცნობით, ის ალეპოს მახლობლად ქალაქ ბაბზე, განხორციელებული ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. 

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ დარტყმების განხორციელება უკვე დაადასტურა. მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ავიაიერიშის სამიზნე სწორედ ალ-ადნანი იყო.

ალ-ადნანი ჯიჰადისტურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყი. ის დაჯგუფების პრესმდივანის ფუნქციას 2011 წლიდან ასრულებდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” იერარქიაში თარხან ბათირაშვილის შემდეგ მეორე ადამიანად ითვლებოდა.

ცნობისთვის, წარსულში ალ-ადნანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ცნობები არ დასტურდებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

აბუ ალ-ადნანი, სირიის ქალაქ ბანაშში 1977 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ტაჰა სობი ფალაჰიაა. ე.წ პრესმდივანი დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდა და პროპაგანდას უწევდა.

აღსანიშნავია, რომ თვითონ "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ადნანის გარდაცვალება უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზები და გარემოება არ დაასახელა.

როგორც უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, ეს დაჯგუფებისთვის დიდი დარტყმაა, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მტავარი ბერკეტი პროპაგანდა იყო. ე.წ მდივანის მიერ გავრცლეებული ბოლო ინფორმაციას მიმდინარე წლის მაისსში დაიდო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics