2016-08-31 10:13:53, 593 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტერიალი ქალაქ პოტსდამში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიმართება.
არაფორმალურ მინისტერიალს ეუთო-ს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან