21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 18:01:17, 945 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძემ მილიონ სოციალურ დაუცველთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ბათუმში მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადება „ვერ“ ან „არ“ გაიგეს.

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა განმარტება გააკეთა და ამასთან, გაიმეორა ის დაპირება, რომლის შესახებაც განმუხურში შეკრებილებთან გუშინ ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი იღებს შემწეობას, გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა კი, რეალურად, ერთი მილიონია.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომ ამ მილიონ ადამიანს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, 9 ოქტომბრის დილიდან დაენიშნება სოციალური დახმარება“, - აცხადებს ბურჭულაძე და დასძენს, რომ ამ ადამიანებს 4 წლის განმავლობაში არ მოეხსნებათ ეს დახმარება, იმის მიუხედავად, დაიწყებენ თუ არა ისინი სამსახურს.

გუშინ, ანალოგიური განცხადების გაკეთებისას, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ის სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

„სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ დღევანდელი ბიუჯეტით, გავხდით ერთ მილიონს. და რაც მთავარია, ერთ მილიონ ადამიანს, ვისაც სოციალური დაუცველობა აქვს, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, ის არ მოეხსნება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს“, - აღნიშნა ბურჭულაძემ, რასაც სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics