|
2016-08-30 15:52:36, 726 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: როგორ შეიძლება 2012 წელს არსებული ძალადობრივი სისტემა დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარო?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა გამოხმაურებებს პასუხოს და აცხადებს, რომ არსებობს გადაცდომის ფაქტები, მაგრამ დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში სისტემა შეუსაბამო სახელია. „ძალიან სამწუხაროა, რომ ლევან ბერძენიშვილმა პოზიცია შეიცვალა და ადრე მისგან მსგავსი განცხადებები მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა, ახლა მესმის, გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს. თუ ბერძენიშვილი სისტემებს შორის განსხვავებებს ვერ ხედავს, 2012 წლამდე რაც იყო და ახლა რაც არის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, მაშინ ეს განცხადება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და არა რეალობის შეფასებას. 2012 წლამდე არსებულსა და დღევანდელი მდგომარეობას შორის, სამართალდამცავების კუთხით, განსხვავება ისეთია, როგორც ცა და დედამიწა. სისტემა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და ზოგადად, მთელი პოლიტიკური სისტემა ძალადობით იყო გაჟღენთილი, როგორ შეიძლება დღევანდელ სიტუაციას შეადარო. არსებობს ცალკეული გადაცდომის ფაქტები, მაგრამ დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში სისტემა აბსოლუტურად შეუსაბამო სახელია. კონკრეტულად ამ ფაქტზე კი გამოძიება ჩატარდება და დასასჯელი უნდა დაისაჯოს, ეს არის მთავარი პოსტულატი, რომლითაც დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ხელმძღვანელობს“, - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა. ვიცე-პრემიერის კახა კალაძეს განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ არ უნდა მომხდარიყო. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევამ ბერძეიშვილის განცხადებით კი, 2012 წლამდე არსებული საპოლიციო სისტემა არ დანგრეულა და ამისთვის კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)