|
2016-08-30 15:27:39, 905 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ძალადობრივი სისტემა არ დანგრეულა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის მიმალვის ფაქტს ეხმაურება. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბერძენიშვილი აცხადებს, სანამ დამნაშავე თავისუფალია, დანაშაულს მასთან ერთად არსებული ხელისუფლებაც იზიარებს. „პოლიტიკური განცხადებები არ შველის იმ საქმეს, რომ ადამიანი, რომელსაც აშკარად ედება ბრალი, მიმალვაშია. ხელისუფლების ვალია იპოვოს ის და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. დანარჩენი ლაპარაკი არც ხელისუფლებასა და არც დაღუპულის ოჯახს შვებას არ მოუტანს. კალაძემ რაც უნდა თქვას. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და სანამ პოლიციელს არ დააკავებენ და განაჩენს არ გამოუტანენ, მანამდე ეს ლაპარაკი ვერავის უშველის. ჩემთვის გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურებოდა ბატონი კალაძის გამოსვლა. ახსნა იმისა თუ პოლიციამ ვინ როდის უნდა დააპატიმროს, ჩვენი პრობლემა არ არის. სანამ დამნაშავე თავისუფალია, დანაშაულს მასთან ერთად არსებული ხელისუფლებაც იზიარებს. არსებობს ეჭვი, რომ სხვა პოლიციელმა მას მიმალვაში ხელი შეუწყვეს. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში ასეთი დონის „მოღვაწე“ ვერ უნდა დაიმალოს. მას ვიღაცა ხელს აფარებს, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ძალადობრივი სისტემა ჯერ კიდევ არ არის დანგრეული. აშკარად სახეზეა სისტემური ტიპის დანაშაული. ეს ერთი პოლიციელის თვითთნებობა არ არის, მას ვიღაცა ხელს აფარებს. ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ - ეს სისტემა არ იყო წესრიგში მოყვანილი. ამიტომ ვზრუნავდით, რომ დიდი მონსტრი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაშლილიყო ორ ნაწილად მაინც. ეს გაკეთდა, მაგრამ საქმე ბოლომდე მისაყვანია, პოლიციაში წესრიგი ბოლომდე არ არის დამყარებული. ასეთი ტიპის დანაშაული ამერიკაშიც ხდება და ნუ მეტყვით, რომ ამის აღკვეთა 3 და 4 წელში შეიძლებოდა. მთავარია დამნაშავე ვიპოვოთ და მასთან ერთად, ყველა ის ადამიანი დავსაჯოთ, ვინც პოლიციელს ხელს აფარებდა. არ უნდა ლაპარაკი იმაზე ვინ სად იყო 2012 წელს. პასუხისმგებლობა არის ყველაზე, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, რომ ასეთი ტიპის დანაშაული არ არის აღმოფხვრილი“, - აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა. დღეს კი ვიცე-პრემიერის კახა კალაძეს განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ არ უნდა მომხდარიყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)