2016-08-30 11:15:10, 832 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე დღეს წყნეთის მოსახლეობასთან ორ შეხვედრას გამართავს.
პირველი შეხვედრა 17:00 საათზე რუსთაველის 37 ნომერში გაიმართება, 19:00 საათზე კი, იგი გურამიშვილის 18 ნომერში გამართავს შეხვედრას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მე-19 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ელექტორატს 19:00 საათზე შეხვდება.
შეხვედრა თემქაზე, ანაპისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე, სკვერში გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან