|
2016-08-29 17:49:45, 1093 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: მოსამართლეებს ყველა საშუალება აქვთ, ზეწოლას გაუძლონ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლის არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ინსტიტუტი ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი გუნდისგან ირიბ ზეწოლას განიცდის. „საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა მმართველი გუნდისგან და ყოფილი მმართველი გუნდისგანაც ხორციელდება. ცუდია, რომ ეს ინსტიტუტი ზეწოლას ექვემდებარება. თუმცა, ეს პირდაპირი ზეწოლა არ არის. მოსამართლეებს ყველა საშუალება აქვთ, რომ ამ ზეწოლას გაუძლონ და რაც მთავარია, ეს გამოხატონ საკუთარ გადაწყვეტილებბებში გამოხატონ და არა პირდაპირ ეთერში. ეს ყოველივე ძლაიან დაბლა სწევს ამ ინსტიტუტის ღირსებას. მოსამართლეები რომ ყოველდღე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესტიჟის ამაღლებას არ ემსახურება. გარდა ამისა, პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს. თუ ვინმემ რამე დააშავა, ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალ თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა და მმართველი გუნდი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)