|
2016-08-29 16:56:04, 1894 ნახვა
მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ ქურთთა „სახალხო თავდაცვის რაზმებს" სირიის ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ქურთთა "სახალხო თავდაცვის რაზმებს" სირიის ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქურთთა "სახალხო თავდაცვის რაზმები" “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლებულ რაიონებში ეთნიკურ წმენდას ატარებენ. მისივე თქმით, ქურთთა შეიარაღებული ჯგუფები ქალაქების მანბიჯისა და ჯარაბლუსის რაიონებში არ უნდა დარჩნენ. ჩავუშოღლუს განმარტებით, სირიელი ქურთები მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდნენ, წინაამდეგ შემთხვევაში, ანკარა ქურთთა რაზმებზე დარტყმებს განახორციელებს. თავის მხრივ, სირიელი ქურთების წარმომადგენელმა იბრაჰიმ იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ ქალაქ მანბიჯსა და ჯარაბლუსში ქურთთა "სახალხო თავდაცვის რაზმები" არ იმყოფებიან. მისი თქმით, ყველა ქურთი მებრძოლი უკვე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზეა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)