|
2016-08-29 13:41:35, 683 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას. გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმისმიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას გააქტიურდეს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. „მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამაპნიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდავთხოვო, რომ უფრო მეტი გაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს რა უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსსმოუწევს მისთვის პასუხების გაცემა. ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთ ასეთ სკოლის მონაწილეებსწყალტუბოში დღეს პრეზიდენტი შეხვდა. „რეალურად თქვენ ქმნით ხვალინდელ, ძლიერ, დემოკრატიულ, საქართველოს. მთავარი, რასაც თქვენ აკეთებთ და გააკეთებთ, იქნება ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიაწვდით ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელშიც არ არის რაიმეტიპის აგიტაცია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ იქნება გზავნილი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს ფუნდამენტი და საფუძველია. გზავნილს,რომლის შინაარსიც არის იმისთვის, რომ ეფექტიანად იმუშაოს სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რეალურად ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენისახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე. ამისთვის ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან დარომელიმე პარტიას, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა. ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია პოლიტიკის მიმართ, არის ნიჰილისტური განწყობებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც არმიდის არჩევნებზე, რეალურად უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ უფლებაზე იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს თანამონაწილე, განახორციელოს თავის მოქალაქეობრივივალი. ხმის არმიცემით, უბანზე არმისვლით, ბოიკოტით, ისინი სჯიან მხოლოდ თავიანთ თავს, სჯიან მომავალს და ვერაფრით სჯიან პოლიტიკოსებს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თქვენ არ ითხოვთ რომელიმე ძალის მხარდაჭერას, არამედ ითხოვთახალგაზრდების მომავლის მხარდაჭერას",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს. საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)