19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 12:24:52, 740 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა ორივე მხრიდან ხორციელდება

„რესპუბლკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა და პოლიტიკოსთა მოქმედებამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტს სერიოზული ზიანი მიაყენა.

„ის პროცესები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში და მის გარეთ ვითარდება ძალიან ცუდია. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა, ასევე პოლიტიკოსთა მოქმედებამ, ამ ინსტიტუტს სერიოზული ზიანი მიაყენა. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა ორივე მხრიდან ხორციელდება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყო. მხედველობაში მაქვს - „რუსთავი 2“-ის, გიგი უგულავას და ა.შ. საქმეები. რაც შეეხება მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტებს, თუ ასეთი რამ მართლა არსებობს, კეთილი ინებონ მოსამართლეებმა და დაასახელონ - ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა, როგორც ჩვენ მთავარი პროკურატურისგან და მოსამართლეებისგან მოვისმინეთ - ასეთი ფაქტი არავინ დაადასტურა. თუ დამნაშავე არ დასაჯე, დანაშაულს თავიდან ვერ აიცილებ. კეთილი ინებონ მოსამართლეებმა, ეყოთ თვითშეგნება და ამხილონ დამნაშავე. პირველ რიგში, პოლიტიკოსები თავის შეფასებებში ზომიერება უნდა შეინარჩუნონ, ხოლო მოსამართლეები ფრთხილად უნდა მოიქცნენ, რომ მათი მოქმედება პოლიტიკურ მიკერძოებულად არ შეფასდეს“, - აცხადებს ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალ

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა და მმართველი გუნდი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics