09:40 - 10 Apr, 2026
|
2016-08-29 11:05:02, 2114 ნახვა
მსოფლიო
სროლის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ლოს-ანჯელესის აეროპორტის ნაწილი დაიკეტა
სროლის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პოლიციამ ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ნაწილი დაკეტა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ამჟამად ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებულია ყველა ზომა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამართადამცველების თქმით, სროლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. აეროპორტის შესასვლელი და ცენტრალური ტერმინალი დროებით დაკეტილია. ცნობისთვის, 2013 წლის ნოემბერში ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)