|
2016-08-29 10:58:23, 925 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი: თაყაიშვილის შემდეგ ოცნების ხელისუფლება იქნება პირველი, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა. კანდიდატმა შეხვედრებზე დეტალურად მოისმინა ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველს ის სამომავლო გეგმები გააცნო რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის აქვს დაგეგმილი. ”ქართული ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის 26% სოციალურ პროექტებზე ხარჯავს, ეს არის ჰუმანური მთავრობის მიერ გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს და ვანის მუზეუმში განათავსებს. ხალხზე ორიენტირებული მმართველობით კი შევძლებთ მყარი და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ“ –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)