|
2016-08-27 12:29:31, 1696 ნახვა
მსოფლიო
დონეცკში, სამხედრო კომისარიატის შენობასთან აფეთქება მოხდა
დონეცკის ოლქში, კიროვის რაიონში სამხედრო კომისარიატის შენობასთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. მაღალჩინოსანის თქმით, აფეთქება კუპრინის ქუჩაზე მოხდა, რის გამოც შენობის პირველ საფრთულზე ფანჯრის მინები დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მისივე განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. გარემოებების გასარკვევად ინციდენტის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. როგორც ზახარჩენკო აცხადებს, ბომბის აღმოჩენის გამო, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)