08:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:25:29, 868 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ივანიშვილი და ნარმანია პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ

"ივანიშვილი და ნარმანია პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადეს.

მისი განცხადებით, მერი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მოსახლეობას, ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ქალაქს.

"მერი, რომელიც კი არ აგვარებს, არამედ პრობლემებს ქმნის, მერი რომელიც მოსახლეობას ატყუებს და რომელიც ხალხმა აირჩია, მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს. ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ქალაქს და გამორიცხულია რომ ნარმანიამ საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს. ეს ქალაქისთვის დამღუპველი იქნება და სწორედ ეს არის მთავარი. აქ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე არ არის საუბარი, როდესაც ნარმანიამ მოშიმშილეებს მიაყენა შეურაცხყოფა არამედ ზოგადად მერს არ უნდა ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. ნარმანიას არც ერთხელ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. მთავარი პრობლემა არა გამწვანების და ეკოლოგიის სამსახური, არამედ ნარმანიას და ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემაა. ეს ადამიანები პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, მერის გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მესამე სექტორი შეიკრიბა. აქცია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარეობს. ისინი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მუშაობას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics