18:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 23:14:32, 816 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: აშშ მიესალმება იმ დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი

"აშშ მიესალმება იმ დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის მთავრობა, ასევე ტექნოლოგიური სექტორი ამ პროექტის [სტარტაპ საქართველო] მხარდაჭერას გააგრძელებს.

”ბევრმა თქვენგანმა იცის ალბათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის ძირითადი მიზნები საქართველოში. პირველ რიგში ეს იყო შეხვედრა პრემიერთან და ასევე შეხვედრა მოვაწყვეთ 10 ახალგაზრდა მეწარმესთან. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს მნიშვნელოვანია მისთვის, რადგანაც აღიარებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს მეწარმეები წარმოადგენენ დინამიურ ძალას ახალგაზრდა თაობისას საქართველოსი, რადგან ფოკუსირებული არიან ქვეყნის მომავალზე და ასევე ტექნოლოგიური საზოგადოების შექმნაზე საზღვრების გარეშე იმ რეგიონში, სადაც ამდენი ქვეყანა ცდილობს, რომ საზღვრები შეუქმნას ხელოვნურად ქვეყანას, შექმნას ხელოვნური ბარიერები ხალხს შორის. მე ვფიქრობ ასეთი საზოგადოება ცდილობს ინტეგრირებას მსოფლიო საზოგადოებაში”, - განაცხადა იან კელიმ. 

ცნობისთვის, პროგრამა ”სტარტაპ საქართველო” საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics