16:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:20:09, 679 ნახვა

პოლიტიკა
"გამჭვირვალობა":სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა"   „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი  ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნისა და მის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა, კორუფციის ნიშნებს შეიცავს:

"დღეს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება. პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამ კომპანიას სათავეში სოსო ჯაჭვლიანი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის მოადგილეა.

სახელმწიფო კომპანიების არსებობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები, რაც მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირების აუცილებლობას წარმოშობს. სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა.

სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების „დაჯილდოების“ ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ შექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე იქნეს მიღებული. სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics