|
2016-08-24 13:03:13, 663 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ახლანდელ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც სხვა არჩევნების დროს არსებობდა
საქართველოში ახლა არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც სხვა არჩევნების დროს არსებობდა, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზესტაფონში „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა კითხვას, რომელიც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა. „ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველაფერზე, მართალია, თუ არ არის მართალი, ისაუბრო. ოპოზიციაში ყოფნა ნიშავს, არგუმენტირებულად დაამტკიცო, რომ შენ უფრო უკეთეს გზას სთავაზობ ქვეყანას, ვიდრე ის , არის იმ მომენტისთვის ხელისუფლებაში“,-აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, შეგვიძლია, ვიდავოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის მინისტრების სამუშაო დროს საარჩევნო კამპანიაში მონაწილების შესახებ. „შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება პრემიერ-მინისტრის და არა პარტიის თავმჯდომარის ჩართულობით. ის ერთი და იგივე ადამიანია, მაგრამ ის მოქმედებს პრემიერის რანგში და არა როგორც პარტიის თავმჯდომარე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რაც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში უნახავს. ამ თვალსაზრისით შემიძლია, გითხრათ, რომ წელს პრინციპულად განსხვავებული არჩენვები ტარდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)