15:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:40:04, 579 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისთვისაა საჭირო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაბურა.

მისი თქმით,  აღნიშნული  საქართველოსადმი ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა:

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მეოთხე ვიზიტია, რაც იმის გამოხატულებაა, რომ  საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. ნაკის ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკის განვითარების თვალსაზირისით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის კომპონენტებს. ჩვენ ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპლემენტაციის გზებს იმ ნაბიჯების და გადაწყვეტილებებისა, რომელიც მიღებულ იქნა ვარშავის სამიტზე. იქ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მკაფიოდ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობა. ასევე დაფიქსირდა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განვითარების თვალსაზრისით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატოში ინტეგრაცციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. დღეს გაგვაჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატოში ინტეგრაციისთვის. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვიყენებთ. ნაკის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ. ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, სპეციალური პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიეერბის თვალსაზრისით. ეს არის ახალი გრაფიკული გზები, რომელიც მიმარტულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგიც ეწევვა საქართველოს“,- განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics