06:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 09:51:31, 733 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დიდი მადლობა სუს-ს, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე აღკვეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს   და მის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის.

კვირიკაშვილის თქმით, სუს-ის მთელმა გუნდმა,  რომელიც ტერაქტის აღკვეთის  საქმეში იყო ჩართული, ქვეყანას  ძალიან სერიოზული საფრთხე ააცილა თავიდან:

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა, ვისარგებლო ტრიბუნით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა მომავალშიც აუცილებელი იქნება, ვინაიდან, რეგიონში უამრავი გამოწვევაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics