06:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 09:46:43, 627 ნახვა

პოლიტიკა
7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იგეგმება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იგეგმება.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გნაცხადა, აღნიშნული ნატოს მხრიდან საქართცველოსადმი მხარდაჭერის დადასტურებაა.

 „7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა. საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია განხილული იქნას ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის, ანუ, დანერგვის განხორციელების საკითხები და ვფიქრობთ, რომ სამხედრო რეფორმების გარდა, რა თქმა უნდა, იქნება განხილული ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. გახლავთ უმაღლესი ორგანო, რმოელიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ღებულობს გადაწყვეტილებებს. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს. ეს უკვე მეოთხე ვიზიტია, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერის დადასტურებაა მთელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics