15:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 18:04:39, 725 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს  მიულოცა საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს,  მაკროეკონომიკურ და საპროგნოზო მაჩვენებლებს.  ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.           

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორში არსებულ დადებით ტენდენციასა და საქართველოში  ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებლზე. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო იქნება  მაგალითი რეგიონში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა  და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან  ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics