|
2016-08-22 18:34:15, 692 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გიორგი კოპაძე წარუდგინა
ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე. „დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთ სწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ,"–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია. „ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდების უკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა,"–განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენის მოსახლეობასთან შეხვდერისას. ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა. „მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას",-განაცხადა გიორგი კოპაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)