|
2016-08-22 15:45:26, 804 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, ვისი დაკვეთით უნდა განხორციელებულიყო ტერაქტი
მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მართლაც მძიმე ფაქტი აღკვეთა, - ამის შესახებ საქარტველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა. როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. „სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნლეოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, თუ ვის მიერ იყო ეს დაკვეთა განხორციელებული“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. "ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ.-ა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)