13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 14:16:28, 643 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია იუსტიციის სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებს შორის სხვაობის მიზეზებს განმარტავს

ცენტრალური საარჩვნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია განმარტავს,თუ რატომაა სხვაობა იუსტიციის სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებს შორის.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ერთმანეთისგან განსხვავებული დათვლის მეთოდიკითაა განპირობებული.

"საქასტატის მონაცემები ეყრდნობა რეზიდენტებს. ანუ, კონკრეტულად, მაცხოვრებლებს ითვლის საქსტატი.რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის იღებს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და იქ შედიან მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ასევე  შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ორი მონაცემი არ არის განსხვავებულ  საფუძვლებზე დამყარებული. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ ამომრჩეველთა სია საჯაროა. წაღებული აქვს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. როგორც წინა წლებში, ისე დღეის მონაცემებით, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა სიაში ხარვეზების შესახებ რაიმე პრეტენზია არ მიგვიღია",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ უმისამართო ამომრჩეველზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილები,  მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან ბოლო რეგისტრაციი ს მიხედვით,  ამომრჩეველთა სიებში უკვე შეყვანილი არიან:

"ეს გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, რათა ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების, ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო.  შესაბამისად, ეს პირები ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, ან ბოლო რეგისტრაციის  ადგილის მიხედვით არიან შეყვანილი სიებში და დაახლოებით, 59 000 ასეთი ამომრჩეველი დაემატა  სიებს.  რაც შეეხება საზღვარგარეთს, არსებობს კონკრეტული პროცედურა, შესაბამის ვადებში საზღვარგარეთ მცხოვრებმა პირებმა რომ უნდა მიმართონ  საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, გაიარონ საკონსულო აღრიცხვა, ან საარჩევნო რეგისტრაცია და  საკონსულო ხელმძღვანელის მიერ გადმოცემული  სიების საფუძველზე, ჩვენ მათ შევიყვანთ სპეციალურ სიებში და მიიღებენ  საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობას",-განმარტა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ  ამ ეტაპზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს სკონსულო დაწესებულებაში და დადგეს აღრიცვხვაზე. 

რაც შეეხება ვადებს, ჟვანიას განცხადებით, მას კანონი აწესებს.

შეგახსენებთ, საქსტატის აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში 3 700 000 პოტენციური ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით- 3 500 000.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics