11:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-21 16:12:17, 865 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

 მარიამ ჯაში ელექტორატს პარტიის კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ წარუდგინა.

„დღე ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მეზობელი საარჩევნო ოლქის, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის კანდიდატი მარიამ ჯაში  - ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის,რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მარიამ ჯაში იქნება ბრწყინვალეპარლამენტარი და მომავალში მისი მოღვაწეობა დაეტყობა ჩვენს ქვეყანას",-აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

 როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ჯაშმა განაცხადა, მისი მიზანია,  მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების პროცესში ახალი მოდელი შექმნას.

„ჩემი დიალოგი მოსახლეობასთან ორ რაუნდად წარიმართება. პირველ 20 დღეს მე დავუთმობ აბსოლუტურად ყველა ეზოში, ყველა ოჯახთან შეხვედრას, რომ რეალისტურადშევაჯამოთ ის საკითხები, რაც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაუნდში უკვე კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ ჩემს მოსახლეობასთან, ჩემს გუნდთან ერთად,მოვამზადებ სამოქმედო გეგმას, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრებზე კანდიდატი ასევე გეგმავს „ქართული ოცნების" მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგების შეჯამებას-  უშუალოდ მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობითსაქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული პროგრამების (საყოველთაო ჯანდაცვის, ჩ ჰეპატიტის, სოლიდარობის ფონდის, გლობალური ფონდის პროგრამების)გამოცდილების გაზიარებას.

 „ბედნიერი ვარ, რომ „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად,  ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შექმნილი ისტორიული პროგრამების უშუალო მონაწილე ვარ. თავდაპირველადბევრისთვის წარმოუდგენელმა ამ პროგრამებმა - საყოველთაო ჯანდაცვამ, ჩ ჰეპატიტის მკურნალობამ და სოლიდარობის ფონდმა - ჩვენ უკვე 10 000-ით ადამიანის სიცოცხლეგადაგვარჩენინა. გპირდებით, რომ სამგორის რაიონში დღემდე გადაუჭრელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებსაც ჩემს გუნდთან ერთადვიპოვი", - აღნიშნა  მარიამ ჯაშმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics