11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 17:02:16, 639 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას ცესკო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 

”გვინდა გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო-ს განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას


"ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა: უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს; არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს; გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები.

გვინდა მივმართოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას”, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics