04:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 17:00:26, 778 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში, ახლად აშენებული “დებედა ჰესი” დაათვალიერა

4 მლნ 200 ათას დოლარამდე ინვესტიცია ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული “დებედა ჰესი” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინვესტორი კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მიაწოდა.

„დებედა ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 14 მლნ კილოვატ/საათი.

"ეს არის ბულგარელი ინვესტორის 4,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს მცირე ჰესია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰესების განვითარება, იმიტომ რომ ისინი ძალიან მინიმალურ ზიანს აყენებენ გარემოს და ამ დროს იძლევიან დიდ შენატანს საქართველოს ენერგოსისტემასა და ენერგეტიკულ ბალანსში. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინვესტორები, როგორიც ჰყავს ჰიდროელექტროსადგურ დებედას, კიდევ უფრო მეტი იყოს. ამ ინვესტორს აქვს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics