11:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 15:03:34, 781 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ განაცხადა, რომ "დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა" მისთვის მიუღებელია.

ჭურღულიას თქმით, ორგანიზაცია ყველა იმ ადამიანმა დატოვა, ვინც ალიანსის შექმნას ვერ შეეგუა. 

"ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან.

დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას", - განაცხადა ჭურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ ჭურღულიამ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics