11:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 14:31:57, 661 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: "ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ, უკვე აქ იცავდით "ქართული ოცნების" ინტერესებს, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ დმანისში მოსახლეობას. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან არჩეული გზა, "ქართულმა ოცნებამ" ღირსეულად გაიარა. 

"მინდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, თითოეულ წევრს, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, ჩვენ ხალხს. დარწმუნებული ვარ, იმ გზას, რომელიც ჩვენ 2012 წელს თქვენთან ერთად, სრულიად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ, ღირსეულად გავივლით",-აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო სიძნელეები, თუმცა ეს ბარიერები გადალახულია.

"დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას თავს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახლის საკეთილდღეოდ. უარავი პროექტი, უამრავი პროგრამა იქნა განხორციელებული, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. ჩვენი ერთსულოვნებით, ერთად დგომით ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები იყოს ეტაპობრივად მოგვარებული და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად. მინდა, კახა ოქრიაშვილს ვუსურვო წარმატებები. არწმუნებული ვა, ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამარჯვება, ჩვენი აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად სააქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კლეთილდღეობასთან", - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დმანისს ეწვია და მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-კახა ოქრიაშვილი წარუდგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics