11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 16:49:44, 801 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის აზრით, თუ ნანა ყეინიშვილს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებდნენ, ის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის მიზეზი, რომელიც ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნების" დატოვებისას დაასახელა.

კობახიძის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული,  ნანა ყეინიშვილი იმ ადამიანებთან, რომლებსაც ახლა "ნაციონალებს" უწოდებს, თავადაც თანამშრომლობდა და მაშინ ეს საკითხი მისთვის პრობლემური არ იყო.

 კობახიძის შეფასებით, თუკი ნანა ყეინიშვილისთვის მართლაც  მიუღებელი იყო "ქართული ოცნების" თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით იყრიდნენ კენჭს, მაშინვე უნდა გაეპროტესტებინა.

ამასთან, "ექსპრესნიუსთან" საუბარში მანანა კობახიძე ასახელებს მიზეზებს, რის გამოც,  იმ ადამიანებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა უხდებოდათ:

"ეს ქალბატონი ნანას არჩევანია, მისი გადაწყვეტილებაა და მისი უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს თავის საქმიანობას.თუმცა, რაც შეეხება მიზეზს, რასაც ასახელებს, ვფიქრობ, არ არის  მაინცდამაინც თანმიმდევრული ამ მიზეზის გამო, პარტიის დატოვება, რადგან  2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ,  ადამიანები, რომლებიც თავის დროზე შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის"  ეგიდით იყრიდნენ კენჭს, თუმცა ძალიან მალე მათ, ფაქტობრივად, ზურგი აქციეს "ნაციონალურ მოძრაობას,  "ქართულ ოცნებასთან" ერთად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ პარლამენტში, მათ  შექმნეს დამოუკიდებელი ფრაქცია და შემდეგ უკვე უმრავლესობაში გაერთიანდნენ და რეალურად  თუ ეს იყო მიზეზი და მისთვის პრობლემური, მაშინვე უნდა გაეპროსტესტებინა, რადგან ეს ამბავი ახალი არ არის. ნანა ყეინიშვილი ჩეულებრივ თანამშრომლობდა მათთან და არ იყო მისთვის პრობლემური  და ახლა გახდა პრობლემური?! ვიმეორებ, ის ხალხი დიდი ხანია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს, მათ ახსნეს, რატომ უწევდათ "ნაციონალური მოძრაობის"ეგიდით კენჭისყრა და შემდეგ რატომ თქვეს ამაზე უარი. ეს უკავშირდებოდა მათ ბიზნესზე ზეწოლას იმ შემთხვევაში, თუკი როგორც ჩანს, არ ითანამშრომლებდნენ  "ნაციონალურ მოძრაობასთან". თავის დროზე იგივე ნანას მხრიდან მათი კავშირი "ქართულ ოცნებასთან" არ იყო გაპროტესტებული. დღეს ჩვენ ეს ხალხი დავაყენეთ მაჟორიტარებად იმიტომ, რომ  აქვთ ხალხის  მხარდაჭერა. ზოგადი საუბრები, რომ გაივსო "ოცნება"  "ნაციონალებით", არ არის სწორი საუბარი იმ პარტიის მიმათ, რომლის ეგიდითაც თავად მოხვდა 2012 წელს და მიიღო დეპუტატის მანდატი",-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, მისთვის უცნობია,  მოხვდებოდა თუ არა ნანა ყეინიშვილი "ოცნების" საარჩევნო სიაში. თუმცა, კობახიძის აზრით, თუკი "ქართული ოცნება" ნანა ყეინიშვილს სადმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  დაასახელებდა, ის ამგვარ განცხადებას აღარ გააკეთებდა:

"სია ჯერჯერობით დასრულებული არ არის. არვიცი, მას რა ინფორმაცია ჰქონდა და რა საუბრები ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელ პირებთან. შესაძლოა, სურდა სადმე მაჟორიტარობა, კონკრეტულ ადგილას სიაში ყოფნა, ეს მე არვიცი. მან უნდა თქვას. უბრალოდ, ვფიქრობ, ასეთი  ეჭვი მაქვს, რომ თუ "ქართული ოცნება" მას დაასახელებდა სადმე მაჟორიტარად, ან იქნებოდა სადმე ათეულში, ან ოცეულში, მაშინ შესაძლებელია ის საკითხი, რომლის გამოც მან პარტია დატოვა, აღარ ყოფილიყო პრობლემური",-აღნიშნა კობახიძემ.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე-ანუ, შესაძლოა აღარ დაეტოვებინა პარტია?-კობახიძემ ასე უპასუხა:

"ალბათ, ასე იქნებოდა.თუ ის იქნებოდა კონკრეტულ ოლქში მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან", ან ექნებოდა სადღაც კონკრეტულად გარანტირებული ადგილი, მაგალითად სიაში, მისი მხრიდან ეს განცხადება, ჩემი ვარაუდით, არ გაკეთდებოდა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ  ყოფილი ე.წ. ნაციონალების თანამშრომლობა უმრავლესობასთან თავის დროზე არ გაპროტესტებულა",-განუცხადა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, ნანა ყეინიშვილმა დღეს  "ქართული ოცნება" დატოვა.  ის  საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ჩვენებით" წარდგება. 

ნანა ყეინიშვილი "ოცნების" დატოვების მიზეზად, პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობას ასახელებს:

"ამაყი ვარ, რომ წამოვედი სახელისუფლებო გუნდიდან.  ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი. არა, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდი პატივისცემას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისათვის, რომ რაც დღემდე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მოხდა ფერიცვალება. ვითომ  დამთავრდა ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს, მაგრამ ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც დაიწყო ჯერ იმერეთიდან, გააგრძელა შემდეგ სხვადასხვა რეგიონებში და დაამთავარა თბილისით, როცა თითქმის მაჟორიტარების უმეტესობა შემოვიდნენ "ნაციონალები"- ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ დეპუტატები 2012 წლიდან. დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ისინი. დღეს "ქართულ ოცნებაში" ნახევარზე მეტი "ნაციონალები" არიან",-ამბობს  ნანა ყეინიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics