|
2016-08-19 12:35:21, 593 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩემი ოჯახის წევრზე გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო
საქართველოს პრეზიდეტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ პრეზიდენტმა "გურია ნიუსის" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა წეზოლის ფაქტებზე ისაუბრა. „ეს იყო განცხადება, რომელმაც გამოიღო თავისი მნიშვნელოვანი შედეგი. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება დარჩა უპასუხოდ და არც ერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე. ეს არის ჩემთვის პრობლემური, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და უფლებების მატარებელი პირი. როდესაც ასეთი პირი აკეთებს განცხადებებს, აუცილებელია, რომ რეაგირება მოხდეს. ჩემმა განცხადებამ გამოიწვია ის, რომ აღიძრა საქმე პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის საქმეს, იმ საქმეს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრს ეხება, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება ამაზე დაინტერესდეთ პროკურატურასთან საუბრისას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მომსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)