|
2016-08-19 09:50:08, 856 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: მერაბ მეტრეველი ამ გაერთიანებით არ იყო კმაყოფილი
„მერაბ მეტრეველი ამ გაერთიანებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო“,-ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდრმა პაატა ბურჭულაძემ TV პირველს განუცხადა. ბურჭულაძის განცხადებით, გაერთიანების შესახებ ის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან საუბრობდა. კითხვაზე დატოვა თუ არა გუნდი მეტრეველმა, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მეტრეველი უკმაყოფილების მიუხედავად გუნდში რჩება. მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ - ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, -აღნიშნა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)