|
2016-08-18 23:33:44, 794 ნახვა
პოლიტიკა
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს. ადგილობრივებთან შეხვედრაზე კანდიდატმა მოსახლეობას იმ წარმატებულ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა - ეს ის დარგებია, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტებია. „მე ვგეგმავ პარლამენტარობას იმისთვის, რომ ვანსა და ხონში არსებული პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო. თქვენ დღეს საშუალება გეძლევათ, მოუსმინოთ ყველა კანდიდატს, დაუსვათ მათ კითხვები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ. სწორედ "ქართული ოცნების" მონაპოვარია ის თავისუფალი საარჩევნო გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ ეს თავისუფლება," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის დასასრულს კანდიდატმა ყველა ის პრობლემა მოინიშნა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)