10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 16:13:30, 649 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვედა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსმასახურიდან აცნობეს.

მათი იფორმაციით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა.  გამოთქვა იმედი, რომ თბილისში მიმდინარე  საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმი  ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და ესწრებით საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი,"–აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს  საქართველოს აგრარულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით თურქეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელიც წარმოადგენს  ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს. ქართული მხარის განმარტებით,  ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, დამატებითი შესაძლებლობაა  სხვა ბაზრებზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.

საუბარი შეეხო  რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონის უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics