|
2016-08-18 14:53:38, 653 ნახვა
სამხედრო
იზორია: ყველა უწყება მობილიზებულია,რომ ამერიკელ და თურქ კოლეგებთან ერთად გავარგრძელოთ სამხედროების სამძებრო სამუშაოები
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამძებრო ოპერაცია არც ღამით წყდება. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ქართული მხარის თხოვნით სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური. ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გუშინ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო. „ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუსვენებლად მუშაობდნენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. შემდეგ ჩაერთვნენ ასევე, თურქები. კატარღა უკვე შემოვიდა, ხვალ დილას კი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თურქული ხომალდიც შემოვა, რათა მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს სამუშაოები. ყველა უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აბსოლუტურად მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ ეს სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა იზორიამ. სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. ღონისძიებების უშუალოდ გაცნობის მიზნით, ლევან იზორია გუშინ გონიოში გაემგზავრა და პირად შემადგენლობას ახალი მითითებები მისცა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ დამხარება აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)