10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 13:24:09, 870 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: თუ ბურჭულაძე სხვა პარტიებთან გაერთიანდება, ამან შეიძლება სერიოზული შედეგი მოიტანოს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პარტია „გირჩთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“ და „ახალ საქართველოსთან“ გაერთიანდება, ამან შესაძლოა, არჩევნებზე სერიოზული შედეგები მოიტანოს.

„„გირჩის“, „ახალი საქართველოს“, „ახალი მემაარჯვენეებისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის შესაძლო გაერთიანება მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ პაატა ბურჭულაძე ძალიან სწრაფად აყალიბებდა პარტიას და ფილტრაციის არანაირი ინსტრუმენტი არ ქონდა და სწორედ ამიტომ, ეს ყოველივე ბუნებრივი პროცესია. პაატა ბურჭულაძეს ხალხში გარკვეული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება და ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, ხოლო დანარჩენ პარტიებს ელექტორატის მხარდაჭერა არ აქვთ. გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ამ გაერთიანებამ სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვოს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში, პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „მემარჯვენეებთან“ გაერთიანების თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობს. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ”გიჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics