|
2016-08-17 22:39:14, 925 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძის პარტიის პასუხი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს“ - ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის
საარჩევნო ბლოკმა „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ დღეს პაატა ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება შესთავაზა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები, უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის. შეთავაზებას "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი პაპავა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუშ გამოეხმაურა. ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აქვს სურვილი ითანამშრომლოს პროდასავლურ ძალებთან: "ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურა ჯაფარიძისა და ვაშაძის მიერ, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად კომპეტენციაზე, სუფთა წარსულსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი იმის, რომ შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა". გიორგი პაპავას თქმით, ისინი გუნდში, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, განიხილავენ ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის შეთავაზებას.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)