10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 19:15:07, 767 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურში შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩოხატაურს ესტუმრა, სადაც „შენი ხმა ჩვენი მომავალია" ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონის სტუდენტებს  შეხვდა. ღონისძიება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელშიც გურიის ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვა ივლიტა ჯიბუტის შესახებ საუბრით დაიწყო. ახალგაზრდებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში სტუდენტების პირისპირ შეხვედრების შედეგად ამომრჩევლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე.

სტუდენტებმა პრეზიდენტს თავიანთი გამოცდილების შესახებაც უამბეს. საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო პროგრამებისა და პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელობა, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ამომრჩეველთა მოტივაციაზე, იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა - არჩევნებში მონაწილეობით მოიპოვებთ უფლებას, მოსთხოვოთ პოლიტიკოსებს თავიანთი მოვალეობის, წინასაარჩევნო დაპირების შესრულება.

„არჩევნები ეს არის შენი სამშობლოს ფორმირების პროცესი, ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო, იმისათვის, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics