|
2016-08-17 18:14:52, 871 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი ბურჭულაძის პარტიის ყოფილ წევრებზე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ექსპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, მათი მხრიდან ჩარევის, ან ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქნონია. შეგახსენებთ, პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე პარტიიდან წასული წევრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-ის ერთ-ერთი გაზეთისა და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარ ჯგუფისგან მოხდა ბინძური შეტევა მათი პარტიის წინააღმდეგ. "მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, გამბედავი ადამიანები და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას”, - განაცხადა მეტრეველმა. ინფორმაციისთვის, დღეს პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და თბილისის ნავთლუღის მეათე საარჩევნო ოლქის 25-მა წევრმა დატოვა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)