|
2016-08-17 16:53:01, 803 ნახვა
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანების თაობაზე არანაირი კონსულტაციები არ გვქონია
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წამოსული წევრების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია. „ასე იმართლებენ თავს ადამიანები, ვისაც ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ, არანაირი მოლაპარაკება პაატა ბურჭულაძის პარტიასთან წინასაარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით არ გვქონია“, - აცხადებს დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა და მისი გუნდის 25-მა წევრმა პარტია დატოვა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მათ დაასახელეს, რომ პარტია აწარმოებს კონსულტაციებს ”ახალ საქართველოსთან”, ”გირჩთან” და ”ნაციონალურ მოძრაობასთან”.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)