|
2016-08-16 17:40:18, 637 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გენერალმა ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, რომელიც ბატალიონის მომზადების დონის შეფასებას ისახავდა მიზნად. სწავლება პატრულირებას, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. საერთაშორისო მისიისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქართული ქვედანაყოფის საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ოქტომბერში გაემგზავრება. ქვედანაყოფი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)