|
2016-08-16 14:25:15, 966 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ნარკოტიკების მომხარებასთან დაკავშირებით, ლიბერალიზაცია უკვე მოხდა, თუმცა ამას არ აღიარებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, დეკრიმინალიზაცია, ლიბერალიზაცია უკვე მოხდა, თუმცა ამას არ აღიარებენ. სუბარის თქმით, დღეს ნარკოპოლიტიკა გაცილებით ლიბერალურია კანონმდებლობის დონეზეც, მაგრამ განსაკუთრებით-პრაქტიკაში. „არაერთი ადამიანი მინახავს ციხეებში, სახალხო დამცველი ვიყავი და დავდიოდი, რომელსაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, პრაქტიკულად მომხმარებლებს ჰქონდათ მისჯილი 18, 20, 25 წელიც ხშირ შემთხვევაში, 15 წელი. დღეს პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვლილია, დღეს პოლიტიკა გაცილებით ლიბერალურია კანონმდებლობის დონეზეც, მაგრამ განსაკუთრებით პრაქტიკის დონეზე“,-განაცხადა საზარ სუბარმა. სუბარი მარიხუანის სრულ დეკრიმინალიზაციას არ ეთანხმება: „უნდა მოხდეს თუ არა სრული დეკრიმინალიზაცია, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა 90იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ხელისულფება არ არსებობდა. სოფლებში, სადაც მოჰყავდათ მარიხუანა, არ დარჩა არც ერთი ახალგაზრდა, რომელიც არ გახდა აქტიური მომხმარებელი. მსუბუქი ბრჭყალებშია, ეს არამგონია, კარგი იყოს ამ ადამიანებისთვის, რომ ის შემდგომში არ გახდეს სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მე რაც ვნახე, ის იყო გაცილებით უარესი“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)