08:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:59:47, 706 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ნინო ბურჯანაძისა და მოქალაქეების განცხადებაში პირდაპირ ოკუპაციის დაკანონების მცდელობა არ ჩანს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ნინო ბურჯანაძისა და მოქალაქეების განცხადებაში, კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერასთან დაკავშირებით, ოკუპაციის დაკანონების მცდელობა არ ჩანს.

თუმცა, სუბარის თქმით, ბურჯანაძის სურვილი ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.

„მათ განცხადებაში არ ჩანს პირდაპირ ოკუპაციის დაკანონების მცდელობა. ერთია ადამიანს რა სურვილი შეიძლება ჰქონდეს, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე გადაგვასახლოს, მაგრამ ესაა სურვილი და მეორე, რას ამბობს ის საჯაროდ. როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას სურს, საქართველო იხილოს უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანად, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ეწინააღმდეგება დღეს ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოხატულ ნებას პლებისციტები, თუ გამოკითხვებში, ეწიონააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომელიც არის სწორედ საქართველოს მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური პოზიცია და არა პრაქტიკულად ოკუპაციის დაკანონება, რაც იკვეთებოდა რეკლამებში, რომლის გაშვებაც აიკრძალა. საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არის შეუქცევადი და ეს არის ქართველი ხალხის ნება. რაც შეეხება გავწევრიანდებით თუ ვერა, ან როდის გავწევრიანდებით, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს არჩევანზე. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როდის იქნება ევროკავშირი მზად, მიგვიღოს ევროკავშირში, როდის იქნება ნატო მზად, რომ მიგვიღოს ნატო-ში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics