|
2016-08-16 13:25:56, 765 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: პრემიერის გადაწყვეტილებით გახარებული დავრჩი, უპრეცედენტო ნაბიჯია ქართულ პოლიტიკაში
პრემიერის განცხადებით გახარებული დავრჩი, ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკაში“,-ამის შესახებ მთაწმინის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „სრულიად ახალი მიდგომა“ მის მიმართ დამაიმედებლი და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. „რომ ვთქვა, არ ველოდებოდი ოცნების გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი ...იმის შემდეგ რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთ გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა , თუნდაც მარტივ ლოგიკიდან გამომდინრე და სწორ გათვლის შედეგად. თუმცა გარანტია არ არსებობდა იმისი, რომ ოცნება თავისი ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში. პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე. ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში : პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ და ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას " უთმობდეს" ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტ საბჭოთა ცნობირებაში. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაკტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყომ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს .... პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)