08:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 09:53:06, 737 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განხორციელდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამარტივებული შესყიდვით  ამბროლაურის  აეროპორტის მშენებლობის საკითხს განიხილავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე  დასრულდება.

„გამოგვაქვს გამარტივებული შესყიდვა ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც იქ მოსახლეთა დამაგრებისათვის, ასევე  ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად  რაჭაში ტურიზმის  განვითარებას და ვფიქრობთ, წლის  ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის  სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის დასრულდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობდამდე მიყვანაც, რომ იქ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და  გამარტივებული შესყიდვით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 23 სექტემბრიდან,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ევროპისკენ   არსებულ 4 მიმართულებას  7 დაემატება:

 „დიდი იმედი გვაქვს, წელს ჩვენ მივიღებთ ასევე  უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებას და ეს ორი მოვლენა კონტექსტში მოგვცემს იმას, რომ ქუთაისიდან  ჩვენ გვაქვს უკვე დღეს 4 მიმართულება ევროპის მიმართულებით, დამატებით 7 მიმართულება, ჯამში იქნება 11 მიმართულება და ფაქტობრივად, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის  შესაძლებლობას. ასევე გამოგვაქვს დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთა ნაკადის  მოსამსახურებლად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics