|
2016-08-15 21:39:20, 896 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი
როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებობდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში, თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში იბძროლა ფუნდამენტური უფლებების აღდგენისთვის. „ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ქართველმა ხალხმა იბძროლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქართველი ხალხი დაიქანცა ამ ბრძოლაში, 2011 წლის შემდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გამაოცხადა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე და შეეხიდა ქართველ ხალხს ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებობდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული პატივია წარვდგე დღეს თბილისის წინაშე, როგორც იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც გარდატეხა შეიტანა საქართველოს განვითარებაში. ეს გარდატეხა მოგვევლინა იმ დროს, როდესაც თითქოსდა იმედი იყო გამქრალი და რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რათა გადარჩენის გზა გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, დღეს ამაყად შევხედოთ ჩვენს თბილისელებს თვალებში და ვთქვათ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით მოქალაქეებისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი თავისუფლება, თავისუფლად სუთქვის ბედნიერება. თავისუფლად საუბრის, ჩვენი თუნდაც ყველაზე კრიტილკული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს მიხედა. „ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის უფლება. ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება. მარტო C ჰეპატიტის პროგრამით ათასობით სიცოცხლე გადაჩრა და ათასობით ოჯახი გადარჩა გაღატაკებას. ალბათ ყველას უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის სერვისით დ დამეთანხმებით, რომ ეს არის ფუფუნება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს. არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სოფლის მეურნეობას არ მიქცევია იმ დონის ყურადღება და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხედებოდა. მრავალი პროგრამა, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრეტიდები, დანერგე მომავალი, ასევე მიკროდაფინანსების და მიკროგტანტების პროგრამა, ასევე აწარმოე საქართველოში, ყველაფერი ეს შვებად მოევლინა ჩვენს მოსახლეიბას. ეს ყველაფერი გამიზნულია, რათა საქართველომ ააღორძინოს საწარმოო პოტენციალი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველი დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი დაფუძნდა, რომელიც განკუთვნილია ახალგზრადების ინოვატორული იდეების დასაფინასებლად. „ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. სულ ცოტა ხნის წინ გადავდგით ნაბიჯები საქართველოში პროფესიული განათლების საჯარო, კერძო პარტნიორობის მოდელის შესაქმენლად, ესეც დიდი მიღწევაა. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენ ვხედავთ რამხელა რესურსი არსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ არც უშეცდომონი, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაშიი არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყავრულით არ ყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენი მთავარი საამაყო და ჩვენ ასე ვაპირებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაგრძელებას. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული, როგორც ახლა, თუ რამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)