08:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 17:00:34, 787 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  ბეტინა კადენბახთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

"საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, ასევე ქვეყნის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების საკითხს, ასევე  2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის თემებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics