06:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:38:39, 728 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კახელებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით კახეთის მოსახლეობას მიმართავს.

„ექსპრესნიუსი“ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

”საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო. კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად - რამდენი ახალი ადგილი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენი მეშვეობით, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით გაკეთდა, სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის და მე მგონი, თქვენთან ერთად გამოგვივიდა ეს. დღეს ქართული ღვინო გადის მთელ მსოფლიოში.

სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია?! ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. ხალხს აქვს სხვა პრობლემებიც, სოციალური გაჭირვება, ბევრგან წყალი არ მიიყვანეს, ბევრგან გზა არის მისაყვანი და რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა. არ უნდა იყოთ დამოკიდებული სეზონურ ფლუქტუაციებზე, ფასების რყევაზე და ბანკის პროცენტის გასტუმრებაზე. იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ისეთი წესები უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენგანს ამან პრობლემები არ შეუქმნას”, - აღნიშნავს სააკაშვილი კახელებისადმი მიმართვაში“, - აცხადებს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics