06:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 13:23:14, 1046 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს სხვდასხვა საკითხზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩაის კულტურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო ჩაის პლანტაციის დამუშავების მსურველს ფინანსურად ხელს შეუწყობს, მოწეულ ნედლეულს კი სპეციალური მიმღები  პუნქტები ჩაიბარებენ; მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ყურადღება მიწის უფასო რეგისრაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მორგებული,  რადგან მათ პირველად მიეცათ საშუალება, ნაკვეთები სრულიად უსასყიდლოდ  დაიკანონონ.

„ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის  განვითარებაა; მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ამოქმედდა აგრო  დაზღვევის პროგრამა; ამ პროგრამამ 115 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი  დააზღვია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხერდა 1500-მდე ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სოფელი იყოს გამართული და ძლიერი," - განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics